სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შპს
„ჯეომეტალი“ ქუთაისში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ
არაძვირფასი ლითონების საწარმოს ააშენებს.
ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანიას ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე
მდებარე 14 152 კვ.მ. სახელმწიფო ქონება გადაეცა.
საწარმო რკინეულობის პირველადი ნედლეულისაგან მაღალტექნოლოგიური
დამუშავების შედეგად, მავთულის სხვადასხვა სახეობას
დაამზადებს. რისთვისაც 3 932
000 ლარი ინვესტიცია განხორციელდება და ადგილზე
80 ადამიანი დასაქმდება. პროდუქციის რეალიზაცია როგორც
ადგილობრივ, ასევე მეზობელ ქვეყნებში განხორციელდება.
2018 წლის თებერვლის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე
საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და
ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 337 პროექტი,
ინვესტიციის ჯამური მოცულობა 820 მლნ ლარს აღემატება, ხოლო
დასაქმებულთა რაოდენობა 13 500-ზე მეტს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები