სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა
მოხდება, რისი საშუალებითაც ეს ოჯახები სოციალურ დახმარებას მიიღებენ.
კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ჯანდაცვის
კომიტეტმა თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ და მისმა პირველმა მოადგილემ
დიმიტრი ხუნდაძემ მოამზადეს.
როგორც ჟურნალისტებს ხუნდაძემ განუცხადა, კანონპროექტის მიზანია,
სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და
მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა მოხდეს. მისი განმარტებით,
სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახის
ელექტროენერგიის სუბსიდია.
"კერძოდ, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ოთხი ბავშვი ჰყავს,
ყოველთვიურად 20 ლარს მიიღებს, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და
მომდევნო ბავშვზე – დამატებით 10-10 ლარს. საქსტატის მონაცემებით,
(2014 – საყოველთაო აღწერის შედეგები) 12369 შინამეურნეობაა, სადაც
ოთხი და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს. შესაბამისად, სარგებლის სახით,
ჯამური ფინანსური შედეგი წლიურად დაახლოებით 3 489 000 ლარი იქნება",
– აღნიშნა ხუნდაძემ.
ამასთან, კანონმდებლის თქმით, შეღავათს ის ოჯახები მიიღებენ, რომელთა
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი
ან ნაკლები 300 000 იქნება.
"კანონპროექტის მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების და
სოციალური დახმარების გაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა
2018 წლის 1 ივნისამდე. მსგავსი კანონპროექტი ევროპის უმეტეს და
პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში მოქმედებს. საკითხზე მუშაობა
დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, პროცესებს ქვეყნის
მცირე ბიუჯეტი აფერხებდა.. ახალი კანონმდებლობით კი, მრავალშვილიანის
სტატუსი 4 და მეტშვილიან ოჯახებს ექნებათ", – განაცხადა ხუნდაძემ.
მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი 2006 წელს გაუქმდა და ის მხოლოს 7 და
მეტშვილიან ოჯახებს ენიჭებოდა
მასალის გამოყენების პირობები