ახალი ამბები
კინოთეატრი „ საქართველო “ 16 თებერვალს გაიხსნება
FaceBook
კინოთეატრი " საქართველო " 16 თებერვალს სატესტო რეჟიმში გაიხსნება.
ადმინისტრაციამ უკვე შეადგინა კინოაფიშა. კინოთეატრში ნაჩვენები იქნება ფილმები:
"დაბოლილი ნასოსი" - კომედია
"მძველები" - დრამა
"თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი" - მელოდრამა
"აღმასვლა" - მხატვრული ფილმი

21 თებერვალს კი რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის " ექვთიმე ღვთისკაცი " პრემიერაა დაგეგმილი.

ფილმში ექვთიმე თაყაიშვილის როლს  მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს. პრემიერაზე ფილმს შემოქმედებითი და ტექნიკური ჯგუფი წარადგენს.

კინოჩვენებები  3D ფორმატში მოხდება. 

კინოთეატრის დირექტორის, გიორგი ქათამაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კინოთეატრი იხსნება, ჯერჯერობით მაინც სატესტო რეჟიმში იმუშავებენ.

"ჯერ მაინც სატესტო რეჟიმი ქვია. შევხედავთ მერე როგორ იქნება", - ამბობს გიორგი ქათამაძე.

კინოთეატრ "საქართელოს" 6 კინოდარბაზი აქვს. ამათგან 2 - 130 ადგილიანი, 2 - 67 ადგილიანი და 2 VIP დარბაზი.

ბილეთის ფასი 3ლ - 13ლ - მდე იქნება, რომელიც ადმინისტარციის თქმით, სეანსის დროსა და ფილმის ფორმატზე იქნება დამოკიდებული.

კინოთეატრ "საქართველოს" გახსნა ჯერ კიდევ 2016 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა. ბოლოს, ქუთაისში კინოს გახნა ქალაქის ყოფილმა მერმა, შოთა მურღულიამ გასული წლის სექტემბერში დააანონსა და კინოთეატრში მედიატურიც მოაწყო.

კინოთეატრ „საქართველოში“ რამდენიმე კინოჩვენება ეტაპობრივად გაიმართა. თუმცა, სრულყოფილად ამუშავება ვერ შეძლო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის
კონცერტი გაიმართება.
13:32 / 22.11.2024
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.