ახალი ამბები
ქუთაისში კიკვიძის ძეგლის აღებას ითხოვენ
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზიაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები ვასილ კიკვიძის ბიუსტის აღებას ითხოვენ. ამის შესახებ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გაიმართა.

"ვასილ კიკვიძის ძეგლი, რომელიც თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი, ჟიტომირელი ხალხის ჯალათია, მისი ბიუსტი დგას ჩვენს ქალაქში. არაერთხელ შევთავაზეთ ადგილობრივ თვითმმართველობას ამ ძეგლის გადატანა ჩვენი ორგანიზაციის სახსრებითაც კი, რაზედაც უარი გვითხრეს", - ამბობს "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენელი, ვახტანგ სიხარულიძე.

ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს "თავისუფლების ქარტია", რომელიც საბჭოთა სიმბოლიკების აღებას ითვალისწინებს.

"კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით კომისია მიმართავს უფლებამოსილ პირს. კომისიის მიმართვის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა", - ნათქვამია "თავისუფლების ქარტიაში".

გაითვალისწინებენ თუ არა ორგანიზაციის მოთხოვნას, ამაზე ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

"ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები კიკვიძის ბიუსტის აღებას წლებია ითხოვენ. თუმცა, მათ მოთხოვნას ქალაქის უკვე ყოფილმა მერმა შოთა მუღულიამ 2015 წელს ასე უპასუხა:

"ის ძეგლი ადგილზე რომ იყოს, ქვეყანა არ ინგრევა. სახელს არ ვიტყვი, მაგრამ თუკი ცხრა წელი იმ ძეგლს უყურებდა, ეს ერთი წელიც მოითმინოს", - განმარტა შოთა მურღულიამ. 


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერი - კიკვიძის ძეგლს "ქამრების შემოჭერის" გამო ვერ ავიღებთ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.