ქუთაისის მერიაში დღეს სატრანსპორტო ხაზებზე ახალი ნებართვის მაძიებლებისთვის კონკურსი ჩატარდება.
ამ დროისთვის კონკურსში მონაწილეობის მსურველი მძღოლების რეგისტრაცია მიმდინარეობს, რომელიც 9:00 საათზე დაიწყო და 12:00 საათამდე გაგრძელდება. კონკურსი სწორედ რეგისტარციისა დასრულების შემდეგ ჩატარდება.
ქუთაისის მერიამ 18 საქალაქო სატრანსპოტო ხაზზე კონკურსი პირველად მიმდინარე წლის 29 მაისს გამოაცხადა. კონკურსში, რომელიც 15 ლოტად გამოცხადდა, გამარჯვებული
მხოლოდ 5 ლოტში გამოვლინდა, დანარჩენი 10-ში კი ჩაიშალა.
კონკურსის მიმდინარეობით, მძღოლები
უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. კონკურისის ადრინდელი წესით ჩატარების მოთხოვნით გუშინ საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები
გაიფიცნენ.
მასალის გამოყენების პირობები