ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ. მძღოლების გაფიცვის მიზეზი ქუთაისის მერიაში
ხვალისთვის დადგეგმილი კონკურსია.
მძღოლების განმარტებით, სატრანსპორტო ხაზების ახალი ნებართვის მაძიებლებისთვის, კონკურსი ისეთივე წესით უნდა ჩატარდეს, როგორც ადრე ტარდებოდა.
"გვინდა, რომ კონკურსის დღესვე მოხდეს ჩვენი სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება, რადგან გვაქვს ეჭვი,რომ მძღოლების უმრავლესობას გამართული მანქანები მხოლოდ ქაღალდზე ყავთ. ისე კი, გაუმართავი ან ნანათხოვარი მარშუტკებით აპირებენ კონკურსში გამარჯვებას," - აცხადებენ მძღოლები.
ქუთაისის მერიის სატრანსპორტო განყოფილების უფროსი, ირაკლი ცხვედიანი ირწმუნება, რომ დღეს გაფიცულ მძღოლებს კონკურენტრუნარიან გარემოში კონკურსში მონაწილეობის შიში აქვთ. მისივე განმარტებით, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება კონკურსს, ცხვედიანი განმარტავს "კონკურსი ტარდება ორ ეტაპად, პირველია მაღალი ქულების დაგროვება, ხოლო მეორე უშუალოდ სატრანსპორტო საშუალების შემოწმება, რაც ექსპერტიზით დამოწმებულია. აქედან გამომდინარე, სრულიად შეუძკებელია ვინმემ ნანათხოვარი ან გაუმართავი ტრანსპორტით გაიმარჯვოს," - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში ირაკლი ცხვედიანი.
ამ დროისათვის ქუთაისში მომუშავე სამარშრუტო ხაზების 60% გაფიცულია.
ქუთაისის მერიამ სატრანსპორტო ხაზებზე კონკურსი მომდინარე წლის 29 მაისს ჩაატრა. 15 ლოტად გამოცხადებულ კონკურსზე გამარჯვებული მხოლოდ 5
ლოტში გამოვლინდა.თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები