ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, კონკურსის წესით შერჩეული ხუთი
სამსახურის უფროსი წარადგინა.
ადმინისტრაციულ სამსახურს ლევან კინწურაშვილი უხელმძღვანელებს.
კეთილმოწყობის სამსახური ბექა ყურაშვილმა ჩაიბარა. ეკონომიკისა და
ქონების მართვის სამსახურის უფროსად გიორგი გიორგობიანი
დაინიშნა. საბინაო სამსახურის ხელმძღვანელად ამავე სამსახურის
მოვალეობის შემსრულებელი ჯონი არაბიძე შეარჩიეს, ხოლო საფინანსო
სამსახურს დავით ნიშნიანიძე უხელმძღვანელებს.
ქალაქის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით, სამსახურის უფროსები მათი
კომპეტენციისა და გამოცდილების მიხედვით შეარჩია.
რეორგანიზაციის ფარგლებში პოსტები შეინარჩუნეს სამხედრო და სოციალურ
საკითხთა სამსახურების უფროსებმა. ზედამხედველობის სამსახურს კი
ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი უფროსი ზვიად ჯავახია
ხელმძღვანელობს.
ამ დრომდე არ ჰყავს ხელმძღვანელი არქიტექტურის სამსახურს, რომელიც
რეორგანიზაციის შედეგად ზედამხედველობის სამსახურს გამოეყო. ქუთაისის
მერის თქმით, ამ პოსტზე კონკურსი გამოცხადდება.
კონკურსის შედეგად რამდენიმე თანამშრომელი სპეციალისტისა და მოადგილის
პოზიციებზე შეირჩა.
მასალის გამოყენების პირობები