დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალურ მატჩში ქუთაისის
"ტორპედო" და საჩხერეს "ჩიხურა" ითამაშებს.
1 ნოემბერს, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედომ"
ნახევარფინალში თბილისის "დინამო" ანგარიშით 5:4 დაამარცხა.
თამაშის ბედი მატჩის დასრულების შემდეგ, პენალტების სერიაში
გადაწყდა.
"ტორპედოს"თასის ფინალში მეტოქეობას "ჩიხურა" გაუწევს, რომელმაც ასევე
1 ნოემბერს მარტვილის სტადიონზე გამართულ ნახევარფინალურ მატჩში
ხონის"იმერეთი" ანგარიშით 5:0 დაამარცხა.
მასალის გამოყენების პირობები