ქუთაისიპოსტი გთავაზობთ "მოქალაქის ბლოგს".
ქუთაისელი ანზორ კაჭახიძე პარლამენტის თბილისში გადატანის
გადაწყვეტილებას ბლოგით ეხმაურება:
"ყველა თანხმდება, რომ თბილისის თავკომბალად გადაქცევა არაა კარგი
საქმე.
არაა და მორჩა.
აღარ აგრძელებენ საუბარს და ფიქრს, თუ რატომ და რით უნდა ეშველოს
ამას.
არადა, თუ დაიწყებ ფიქრს და იტყვი, რომ სხვა ქალაქის განვითარებაც
მეტად წაადგება ქვეყანას, მიხვდები, რომ ამისთვის სტარტი უკვე
გაკეთებულია.
პარლამენტი ქუთაისშია!
კანონი იქმნება ქუთაისში.
გაუშვი სხვა უწყებებიც დედაქალაქიდან, მიეცი ქუთაისსაც და თბილისსაც
ამოსუნთქვის საშუალება.
გადაიტანე ნელ-ნელა კანონთან და რეგულაციებთან მდგომი უწყებები. მარტო
პარლამენტი არა, მიამატე სხვებიც. დატვირთე ერთი ფუნქციით და მეორეც
ამოისუნთქებს. იყავი გაბედული.
გაუშვი:
1. მართლა გაუშვი, მართლა და სრულად აუდიტის სამსახური (რომელიც
ამოწმებს, რამდენად სწორად იხარჯება ბიუჯეტის ფული ხელისუფლების
მიერ);
2. ყველა სამინისტროს უწყებიდან გამოიტანე, ერთ სააგენტოში მოაქციე და
გადაიტანე გენერალური ინსპექციები (უწყება, რომელიც ამოწმებს საჯარო
მომსახურეების დისციპლინას და სამოხელეო დანაშაულს);
3. გადაიტანე ყველა მარეგულირებელი (უწყებები, რომელიც უკირკიტებენ
კანონებს და არეგულირებენ ბიზნესის ქცევებს);
4. გადაიტანე ეროვნული ბანკი (უწყება, რომელიც მართავს ქვეყნის
მონეტარულ პოლიტიკას, ფინანსურ ინსტიტუტებს უწესებს წესებს);
5. უზენაესი სასამართლო (გაგიჭირდება, მაგრამ ამას თავისთვის მიყვება
ადვოკატთა კოლეგიაც);
6. სახალხო დამცველი;
7. გამოცდების ეროვნული ცენტრი;
8. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაც მიაყოლე. (წესებით ის ატარებს
არჩევნებს);
და ყველა უწყება, რომელიც ქმნის კანონს, ქმნის წესებს, სახელმწიფოს
სახელით არეგულირებს ქცევებს.
გააკეთე ქუთაისში საკანონმდებლო ქალაქი, წესების ქალაქი, წესრიგის
ქალაქი, წესიერების ქალაქი, სიმართლის ქალაქი.
იარონ ამ ქალაქში თეთრი პერანგებით და პიჯაკებით მოწესრიგებულმა
ადამიანებმა რომ მოაწესრიგონ ქვეყანა.
სიმართლის მძებნელი გამოუშვი ქუთაისში, ნუ ხლართავ და აბოდიალებ
მეტროპოლიტენის ლაბირინთებში. ამ ყველაფერს დაიტევს კოპწია
ქუთაისი.
გაბედე, შედი ისტორიაში!
დააფიქსირეთ თქვენი პოზიციაც. გამოგვიგზავნეთ ბლოგები და
გაუზიარეთ სხვებსაც თქვენი აზრი.
მოგვწერეთ მეილზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ან დაგვიკავშირდით
facebook-ის გვერდზე (kutaisipost)
მასალის გამოყენების პირობები