ქუთაისის მერია დამსახურებული პედაგოგებისთვის სამკრდე ნიშნების
დასამზადებლად ტენდერს აცხადებს.
სახელწიფო შესყიდვა (170012727) , რომლის ღირებულება 1200 ლარია,
წინადადებების მიღება 30 სექტემბერს იწყება და 2 ოქტომბერს
დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციაში წარმოდგენილია სამკერდე ნიშნის
ესკიზიც.
პედაგოგებს მერიაში შექმნილი დროებითი კომისია გამოავლენს. ისინი
მასწავლებლის დღეზე დაჯილდოვდებიან.
როგორც კონკურსის დებულებაშია მითითებული კონკურსის მიზანია
ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგების გამოვლენა და დაჯილდოება მათი
წახალისებისა და პროფესიული განვითარების შემდგომი სტიმულირებისთვის
.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები