"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით გოგისვანიძე
იქნება.
მისი კანდიდატურა დღეს პარტიის ოფისში წარადგინეს.
"მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს ამ ნდობისთვის. წლებია ერთად ვიბრძვით,
რომ ჩვენი ქალაქი გახდეს უკეთესი. წლების განმავლობაში წარმოდგენილი
ვარ თვითმმართველობაში, როგორც საკრებულოს წევრი და რა თქმა უნდა,
ჩემს გამოცდილებას გამოვიყენებ იმისთვის, რომ ქუთაისი იყოს ღირსეული,
მოქალაქეების სიდუხჭირე შემსუბუქდეს" - განაცხადა დავით
გოგისვანიძემ.
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი სამი მოწვევის
საკრებულოს წევრია. ის ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალური
მოძრაობის" სიით მოხვდა. თუმცა, მიმდინარე წელს დავით გოგისვანიძე
პარტია "ევროპულ საქართველოს" შეურთდა.
რაც შეეხება, ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებს, პარტიაში
აცხადებენ, რომ მათი წარდგენა 14 სექტემბრისთვის მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები