ახალი ამბები
ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდე გაიზარდა
FaceBook
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბზის მოჭრა/ამოძირკვა/ტოტების დაზიანებისთვის სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

„კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს, რადგან გასული წლების მსგავსად, თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე გატარდება მკაცრი სანქციები”, - აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე.

ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას შეახსენებს, რომ ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
, ორგანიზაცია გრანტს ვერ მიიღებს, თუ მას არ ექნება
18:58 / 07.04.2025
, ორგანიზაცია გრანტს ვერ მიიღებს, თუ მას არ ექნება "მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა".
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2024 წელს ამ
ბაზაში 34 758 არასრულწლოვანი პირველად დარეგისტრირდა. 
14:22 / 07.04.2025
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2024 წელს ამ ბაზაში 34 758 არასრულწლოვანი პირველად დარეგისტრირდა. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.