საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" აუქციონზე 16 ივნისს 15:00 საათზე
გაიყიდა.
კლუბი 100%-იანი წილით 300 000 ლარად შპს "ინტერნეიშენალ სოქერ
ჰაუსზე" გასხვისდა.
"ტორპედოთი" მხოლოდ ერთი მსურველი დაინტერესდა, რომელმაც აღნიშნული
ფასი აუქციონზე
ორი დღის წინ დააფიქსირა.
კლუბის საწყისის ფასი 295 000 ლარი იყო. ქუთაისის მერიამ საფეხბუთო
კლუბი აუქციონზე მეორედ გამოიტანა. პირველ შემთხვევაში მისი ფასი 585
413 ლარი იყო, თუმცა მისი შეძენის სურვილი არავინ გამოთქვა.
აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა კლუბში ყოველწლიურად
მინიმუმ 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, "ფეხბურთის
განვითარების ფონდის" ფუნქციონირების შემთხვევაში კი, რომელიც 2016
წლიდან არსებობს, კლუბში მინიმუმ 1 500 000 ლარი უნდა
ჩაიდოს.
იმ შემთხვევაში თუ ფონდი შეწყვეტს "ტორპედოს" დაფინანსებას,
ინვესტორმა კლუბის 1 500 000 ლარიანი ინვესტირების ვალდებულება
მთლიანად საკუთარ თავზე უნდა აიღოს, იქნება ეს პირდაპირი ინვესტიცია
თუ სპონსორი, რომელიც ასევე თავად უნდა მოიზიდოს.
ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის ნახევარი გასულია,
ინვესტორი ვალდებულია 2018 წლის 1 იანვრამდე, ასევე პირდაპირი
ინვესტირების გზით, კლუბი სრული კალენდარული წლის ვალდებულებით, 500
000 ლარით დააფინანსოს.
შემსყიდველი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა–აკადემიის
და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება წელიწადში 100–200
ბავშვზე.
ინვესტორმა ფონდის მონაწილეობით ასევე უნდა დააფინანსოს კლუბის
თანამშრომლებისა და ფეხბურთელების შრომის ანაზღაურება, ფეხბურთელების
შეძენის, საფეხბურთო კლუბის ბაზაზე სკოლა-აკადემიის და ბავშვთა
ფეხბურთის განვითარების ხარჯები.
ქუთაისის მერია კლუბს 100%-იანი წილით ყიდის, გარდა საწესდებო
კაპიტალისა და აკ. ხორავას ქუჩა N1-ში არსებული ნაკვეთისა.
ადგილობრივი თვითმმართველობა ქუთაისის "ტორპედოს" აუცქიონზე გატანას
მას შემდეგ გეგმავდა, რაც მის ახალ ინვესტორთან, ზაალ ჩაჩავასთან
შეთანხმება ვერ შედგა და ჩაჩავამ კლუბი დატოვა.
ქუთაისის მერიაში ამბობდნენ, რომ კლუბის გასხვისება ტექნიკური
დეტალების გამო ფერხდებოდა.
ამავე
თემაზე:
კომპანია, რომელმაც "ტორპედო" შეიძინა, კლუბის
პრეზიდენტის მამის საკუთრებაშია
ქუთაისის მერია
"ტორპედოს" აუქციონზე მეორედ გაიტანს
საფეხბურთო კლუბ
"ტორპედოს" აუქციონი
ჩაიშალა
ქუთაისის
"ტორპედო" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დატოვა
ქუთაისის "ტორპედოს"
აუქციონზე გაიტანენ
700 000 ლარად
შეფასებული "ტორპედო" აუქციონის
მოლოდინში
„ტორპედო“ შესაძლოა 300 000 ლარად
გაიყიდოს
მასალის გამოყენების პირობები