ქუთაისის მერის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის
შეთანხმება არ შედგა.
საუბარია, ქუთაისში ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებზე, რომლებმაც 15
ივნისს
მერიის შენობის წინ აქცია მოაწყვეს. ისინი
ბუხაიძის ქუჩაზე არსებულ სკვერში კაფე-ბარი "ფლამინგოს"
მშენებლობის დაწყებას აპროტესტებდნენ და ქალაქის მერთან შეხვედრა
მოითხოვეს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტეს, რომ შოთა მურღულია
ქალაქში არ იმყოფება. აქციის მონაწილეებს კი, მერის მოადგილე, ნოდარ
მიქიაშვილი და იმერეთის ვიცე-გუბერანატორი, პაატა ნადირაძე
შეხვდა.
"მოსახლეობასთან
იყო ჩვენის მხრიდან საუბარი, ახლა ველოდებით "ფლამინგოს" მხარეს,
დაველაპარაკებით იმათაც და ამის შემდეგ გვექნება ბოლო ინფორმაცია.
ჯერ-ჯერობით რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
ჩვენ მათ ვუთხარით რომ ორშაბათისთვის ექნებათ პასუხი", -
განგვიმარტეს მერიის პრესსამსახურში მხარეებს შორის გამართული
შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ამჟამად, კაფე-ბარი "ფლამინგო" თამარ მეფის ქუჩაზე "კინო საქართველოს"
მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.
ქუთაისის მერიამ "ფლამინგოს" წარმომადგენლებს თამარ მეფის ქუჩის
ნაცვლად, ფართი - 300 კვ. მ მიწის ნაკვეთი, ბუხაიძის ქუჩაზე, 25
წლის ვადით გადასცა.
კაფე-ბარის მფლობელი, კახა მეფარიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ
მას ეს ტერიტორია სასამართლო დავის შემდეგ შეთავაზეს, რომელიც 2016
წელს მერიის წინააღმდეგ დაიწყო. ის ტერიტორიით სარგებლობისთვის,
ადგილობრივი ხელისუფლებისგან საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას
ითხოვდა.
კახა მეფარიშვილი ამბობს, რომ 2014 წლიდან მერიას ვადის გაგრძელების
შესახებ არაერთხელ მიმართა. მისივე განმარტებით, რადგან უწყებისგან
ვერც დადებითი და ვერც უარყოფითი პასუხი მიიღო, სასამართლოს
მიმართა.
"უფრო მეტიც, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი შევიწროების არაერთი ფაქტი
მოხდა. 2016 წლის დეკემბრის ბოლოს დაგვაჯარიმეს 4 000 ლარით. ამის
უფლება მერიას არ ჰქონდა, რადგან სასამართლოში საქმე ჯერ კიდევ არ იყო
დასრულებული. თანხის ნაწილში სასამართლომ ჩვენ გაგვამართლა და მისი
გადახდა არ მოგვიწევს," - ამბობს კახა მეფარიშვილი.
"ამ ადგილზე გვჭირდება ავტოსადგომი", - განაცხადა მიმდინარე წლის 29
აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ
"ფლამინგოს" ადგილსამყოფელზე. მისი თქმით, ინვესტორი ახალ
კინოდარბაზებს მანამდე არ გახსნის, ვიდრე ამ ტერიტორიას ავტოსადგომის
მოსაწყობად არ მიიღებს.
ამ დროისთვის, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული კაფე-ბარი "ფლამინგო" თურქ
ბიზნესმენზეა გაიჯარებული.
ამავე
თემაზე:
ქუთაისის მერიის ორმხრივი გარიგება კინო "საქართველოს" გახსნის
სანაცვლოდ
"თქვენ
გინდათ ფულები, ჩვენ გვინდა სკვერი" - დაპირისპირება ქუთაისში
კაფე-ბარის მშენებლობის გამო (ვიდეო)
"ისუნთქოს
ქალაქმა" - საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან
"მოგვეშველეთ, გაიჩეხა ქალაქი!" - მოსახლეობა სკვერში
კაფე-ბარის მშენებლობას ეწინააღმდეგება (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები