ახალი ამბები
Birja Mafia–ს წევრები, შესაძლოა, 12 ივნისს გაათავისუფლონ
FaceBook
მუსიკალური პროექტის Birja Mafia–ს დაკავებული წევრები, შესაძლოა, დღეს გაათავისუფლონ.
ინფორმაცია მათი შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით მას შემდეგ გავრცელდა, რაც შსს–მ გამოძიება იმ პოლიციელების მიმართ დაიწყო, რომლებმაც რეპერები დააკავა.
მუსიკოსები კი, რომელბიც ამჟამად გლდანის მერვე იზოლატორში იმყოფებიან, მოწმის სტატუსით დაიკითხნენ.
დატოვებენ თუ არა საპატიმროს დაკავებულები, გადაწყვეტილება ამის შესახებ თბლისის სააპელაციო სასამართლომ უნდა მიიღოს.

მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია შსს–მ 9 ივნისს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის ბარლდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, დაკავებულებს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მდმა" და 2,3342 გრამი "მდმა" აღმოაჩნდათ.

გამოძიების ინფორმაციას არ ეთანხმებიან დაკავებულების ოჯახის წევრები. მათ თქმით, დაკავება Birja Mafia–ს ბოლო კლიპის, სახელწოდებით "TSL შავი ზედა" –ს გამო მოხდა, სადაც რეპერები პოლიციას აშარჟებენ.

Birja Mafia–ს წევრების დაკავება ქუთაისში, აქცია–მსლელობით გააპროტესტეს.


ამავე თემაზე:

არა ცენზურას!–ქუთაისში Birja Mafia–ს მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

"დარჩა რამე ჩასადები?" - ქუთაისში Birja Mafia–ს მხარდასაჭერი აქცია გაიმართა


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.