"ჰაერს გვპარავენ და თვითონ ფულს შოულობენ" - წყალტუბოში მოსახლეობა 100-მდე ხის მოჭრას აპროტეტსებს
11:25 / 08.06.2017
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემავალ გორა - საქუსლიას დასახლებაში
მცხოვრები 650 ოჯახი დახმარებას ითხოვს.
ადგილობრივები ტერიტორიაზე კერძო სასაფლაოსთან არსებული ტყის გაჩეხვას
აპროტესტებენ. როგორც მოსახლეობა ამბობს სასაფლაოს
მეპატრონეების მიერ მოჭრილია 100-მდე ახალგაზრდა ხე.
"ჩვენ ჰაერს გვპარავენ და თვითონ ფულს შოულობენ "- ამბობენ
ადგილობრივები.
"მჭიდროდ დასახლებულ უბანში გვჭირდება სივრცე, სადაც მწვანე
საფარი არ იქნება გაჩეხილი. ამათ ტყე გაანადგურეს ფაქტობრივად,
ჰაერი აღარ დაგვიტოვეს",- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები, მეგი
დვალიშვილი.
ადგილზე საპროტესტო აქცია ხეების გაჩეხვის შეწყვეტის მოთხოვნით
ადგილობრივებმა გამართეს.
მოსახლეობა ხეების გაჩეხვის შეწყვეტას ითხოვენ და ადგილობრივ
ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
რა პოზიცია აქვთ მოსახლეობის მოთხოვნაზე წყალტუბოს გამგეობაში
და ვის საკუთრებაშია ტერიტორია, სადაც ხეების გაჩეხვა მოხდა, -
აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისიპოსტი აგრძელებს მუშაობას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები