ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან,
ლონდონის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განხორციელება 18 ივნისიდან
დაიწყება.
პირდაპირ ავიარეისებს ავიაკომპანია "ვიზეარი" შეასრულებს.
"ვიზეარი" მომხმარებლებს დაბალბიუჯეტიან სერვისს სთავაზობს. კომპანიის
პრეზიდენტის განცხადებით, ბილეთების მინიმალური ღირებულება 45 ლარი,
ხოლო საშუალო 150 ლარია.
ბილეთების ფასი დამოკიდებულია მისი დაჯავშნის პერიოდზე.
2016 წელს "ვიზეარის" მომსახურებით 168 ათასმა მგზავრმა
ისარგებლა.
მასალის გამოყენების პირობები