ახალი ამბები
"McDonald’s"-ი ახალი რესტორნის საპრივატიზებო თანხას ქუთაისის ბიუჯეტში არ გადაიხდის
FaceBook
ქუთაისში აღაშენებლის მოედანზე მშენებარე "McDonald’s"-ის ახალი რესტორნის საპრივატიზებო თანხიდან ადგილობრივ ბიუჯეტში ერთი ლარიც არ ირიცხება.
სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობისთვის ხელშეკრულება ეკონომიკის სამინისტროსა და შპს "თ და კ რესტორნებს" შორის გაფორმდა.

უწყებაში განგვიმარტეს, რომ 885 000 ლარი, რომელიც კომპანიამ ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე 1416 კვ.მ ფართში გადაიხადა, მთლიანად ცენტრალურ ბიუჯეტში გადაირიცხება.

ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ ის წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით უნდა გადაიხადოს. კერძოდ:  2016 წლის 30 ნოემბრისთვის უნდა გადაეხადა არანაკლებ 150 000 ლარისა, 2017 წლის 30 სექტემბრისთვის - 245 000 ლარი, 2018 წლის 28 თებერვლისთვის - 245 000 ლარი და 2018 წლის 30 ივლისისთვის - 245 000 ლარი.

ხელშკრულების მიხედვით, "McDonald’s"-ის ვალდებულებები 11 პუნქტისგან შედგება. აქედან, პირველი სამი მშენებლობის ვადას, ინვესტიციას და დასაქმებას ეხება, დანარჩენი კი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ აუდიტორული დასკვნის წარდგენას და სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.

ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ საპრივატიზებო თანხის გარდა, საინვესტიციო თანხა 2 800 000 ლარს შეადგენს, რაც "McDonald’s"-ის სწრაფი კვების ობიექტის აშენებას და მის აღჭურვას უნდა მოხმარდეს.

მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ მშენებლობა ამ დოკუმენტზე ხელისმოწერიდან 18 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს. გამოდის, რომ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "McDonald’s"-ის ახალი რესტორანი 2018 წლის ივნისში დასრულდება.

რაც შეეხება დასაქმებას, კომპანია ვალდებულია სწარფი კვების რესტორანში, არანაკლებ ერთი წლის ვადით, 40 ადამიანი დაასაქმოს.

გაეცანით ამავე თემაზე ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებულ მასალებს:

"მაკდონალდსის" შესრულებული და შეუსრულებელი ვალდებულებები ქუთაისში

ქუთაისის მერიასა და "მაკდონალდს" თაღლითურ გარიგებაში ადანაშაულებენ

ქუთაისის მერი "მაკდონალდსის" პროექტზე – საათი დარჩება, კიბეები შევიწროვდება

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო – "მაკდონალდსის" იერსახე ქუთაისის არქიტექტურას არ შეესაბამება

"მაკდონალდსი", სასტუმრო და ეკლესია – ქალაქის ცენტრში სამი ობიექტი აშენდება

ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობა აქციით გააპროტესტეს









Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.