ახალი ამბები
ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობა აქციით გააპროტესტეს
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის მშენებლობა აქციით გააპროტესტეს.

მასში მონაწილეობა ქალაქში მოქმედმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, პოლიტიკოსებმა და მოქალაქეების მცირე ჯგუფმა მიიღეს.

ისინი ცენტრალურ მოედანზე ახალი კვების ობიექტის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, "მაკდონალდსის" ახალი რესტორანი ქალაქის იერსახეს დაამახინჯებს. გარდა ამისა, ადგილობრივთა ნაწილისთვის, ამ მიზეზის გამო, მოედანზე არსებული საათის გადატანა მიუღებელია.

"ყველასთან შეუთანხმებლად, ფულების შოვნაზე გადასულმა ხალხმა გაყიდა მიწა. ერთხელ უკვე დაგვიმახინჯეს ქალაქი ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული "მაკდონალდსის" სახით და ახლა მეორედ გვაფურთხებენ სულში. დღეს ბანერი ჩამოვხიე და ხვალ შუშებს ჩავამტვრევ," – განმარტა პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელმა, გოგი წულაიამ.

მან ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატებსა და მოსახლეობას ამ საკითხზე აზრის გამოთქმისკენ მოუწოდა.

აქციაზე არ გამოჩენილან სასულიერო პირები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ "მაკდონალდსის" მშენებლობა გააპროტესტეს და ქალაქის მერს ეკონომოკის სამინისტროსთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართეს. მათ ცენტრალურ მოედანზე, ქუჩის საათის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაძრის აშენება სურდათ.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ამ საკითხზე სასულიერო პირებთან მოლაპარაკება შედგა. მათ ძველი ტერიტორიის სანაცვლოდ, რესტორანი "თოლიას" ადგილი შესთავაზეს, რაზეც სასულიერო პირები თანახმა არიან.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

ობიექტს თბილისში რეგისტრირებული კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" აშენებს.

სამუშაოების ზედამხედველმა ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტა, რომ რესტორნის მშენებლობა 6 თვეში უნდა დასრულდეს.

მისივე ინფორმაციით, რესტორნის ავტოსადგომი და საზაფხულო ტერასა მეორე იარუსზე მოეწყობა, ხოლო ზედა, მესამე იარუსზე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი აშენდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.