ახალი ამბები
„ჯერ კიდევ არ არის გვიან“ – პოლიტიკური პარტიები და ენეჯეო სექტორი „მაკდონალდსის“ წინააღმდეგ
FaceBook
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, კიდევ ერთხელ იმსჯელეს ქალაქის ცენტრში "მაკდონალდსის" მშენებლობის შესახებ.
დისკუსიის ორგანიზატორები "მაკდონალდსის" ცენტრალური ოფისისთვის ერთობლივი წერილის მიწერას გეგმავენ, თუმცა, ჯერჯერობით არ იციან რა კონკრეტულ მიმართვას გაუგზავნიან კომპანიის სათაო ოფისს.

დისკუსიის მონაწილეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ არის დრო, რომ შენობის იერსახე შეიცვალოს, თუმცა, როგორი არქიტექტურის უნდა იყოს "მაკდონალდსის" ახალი ობიექტი ქალაქში, შეხვედრაზე ამის შესახებ  საუბარი არ ყოფილა.

"როგორი უნდა იყოს "მაკდონალდსი" არქიტექტურულად, ამაზე არქიტექტორებმა და სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ. რამდენიმე შეხვედრა იყო უკვე არქიტექტორებთან, მაგრამ არავინ არ მოუსმინა ამ ხალხს. ახლა ვჯერდებით იმაზე, თუ რა არის გამოსავალი და ვაპირებთ, მივწეროთ ოფიციალური წერილი სათაო ოფისს, სადაც დავასაბუთებთ თუ რატომ ვეწინააღმდეგებით ამ მშენებლობას", – აცხადებს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის წარმომადგენელი, სულხან ქობულაძე.

"მაკდონალდსზე" მსჯელობას დაგვიანებულად არ მიიჩნევს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გია თევდორაძე.
მისი ქმით, "მაკდონალდსს" ცოტა მეტი თანხა რომ დაეხარჯა, შენობას ქალაქის ცენტრალური ნაწილის არქიტექტურაში ჩასვამდა, მაგრამ ამისთვის ქალაქის ხელისუფლებამ არ იბრძოლა.

"კომპანია  მოერიდა ზედმეტ დანახარჯს, საქმე გაიადვილა. ქალაქის ხელისუფლება კი  დაჰყვა მათ ნებას, იმიტომ, რომ როგორც ჩანს ეს ზემოდანაც იყო ნაკარნახევი. ქუთაისის მერისთვის კი  უზენაესი მოვალეობა  მისი ხელმძღვანელობის პოლიტიკური ნება–სურვილის შესრულებაა", –განაცხადა გია თევდორაძემ.

შეხვედრაზე მივიდა,  თუმცა, დაწყებული მშენებლობის პროექტის შეცვლას შეუძლებლად მიიჩნევს ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ბესო ბრეგაძე.

მისი თქმით, ახლა უკვე მხოლოდ იმაზე შეიძლება ზრუნვა, რომ ქალაქის ცენტრში ასეთი შენობის დადგმა იყოს პრეცენდენტული, რომელსაც გაგრძელება არ ექნება.

"ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში იქნება იმ შენობის აღება, რომელიც შენდება. სხვა შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ იმაზე შეგვიძლია ვიზრუნოთ, რომ ეს იყოს პრეცენდენტული და ქალაქის ცენტრში აღარ მოხდეს მსგავსი შენობების ჩადგმა", – განაცხადა ბესო ბრეგაძემ.

ქუთაისში, ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე "მაკდონალდსის" ახალი ობიექტის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიამ "მაკდონალდსის" შესწორებული ესკიზი უკან დააბრუნა

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არსებულ საათს სხვა ადგილზე გადაიტანენ


ქუთაისში სასულიერო პირები "მაკდონალდსის" მშენებლობას აპროტესტებენ

გია თევდორაძე ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობაზე – ეს არის უზნეობის გამოვლენა

გოგი წულაია: "მაკდონალდსის" სახით ქუთაისში კიდევ ერთი სიმახინჯე გვექნება

ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობის გამო 112 გამოიძახეს

ქუთაისელები ცენტრალური მოედნიდან ე.წ ქუჩის საათის გადატანაზე – გამოკითხვა (ვიდეო)

ქუთაისის მერიას "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის პროექტი ჯერ არ განუხილავს


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.