ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, გია ქობალიანის ინიციატივით,
ქალაქში პოეტ შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგმება.
ქობალიანი ძეგლის განთავსების ორ სავარაუდო ადგილზეც
საუბრობს, თუმცა, ამბობს, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა და
გადაწყვეტილი არაფერია.
"ჩემი პირადი აზრია, რომ კარგი იქნება, თუ რუსთვალის ხიდის
დასაწყისში, მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგმება, მარჯვნივ
გალაკტიონი იქნება, ხოლო მარცხნივ– შოთა რუსთაველი. ასევე ძალიან
კარგი ადგილია ვასილ კიკვიძის ძეგლის ტერიტორია. ძეგლებს არ უნდა
ებრძოლოს ადამიანი, მაგრამ მისთვის შეიძლება მოიძებნოს რაიმე სხვა
ადგილი, შოთას კი ვერავინ გაეტოლება",–ამბობს გია
ქობალიანი.
დეპუატატის ინიციატივას დაეთანხმა ქალაქის მერი და საკრებულოს
წევრები.
გია ქობალიანი იმედოვნებს, რომ ძეგლის შესაქმნელად კონკურის
გამოცხადება მიმდინარე წლის ბოლომდე მოესწრება.
2016 წელი იუნესკოს მიერ შოთა რუსთაველის წლად არის
გამოცხადებული.
მკვლევართა დასკვნით, პოეტის მოღვაწეობიდან 850 წელია
გასული.
მასალის გამოყენების პირობები