დავით ყიფიანის თასზე ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს"
ნახევარფინალურ შეხვედრას ქუთაისიდან 200–მდე გულშემატკივარი
დაესწრება.
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ისინი დედაქალაქში 10 მიკროავტობუსით
ქალაქის ცენტრალური მოედნიდან 11 საათზე გაემგზავრებიან.
ქუთაისელ ფანებს წყალტუბოელი და სამტრედიელი გულშემატკივრებიც
შეუერთდებიან.
თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის დაპირისპირება
მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 16 საათზე დაიწყება.
თამაშის არბიტრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 1 ნოემბერს, დღის
მეორე ნახევარში დაასახელებს.
მასალის გამოყენების პირობები