ახალი ამბები
ავარიის შედეგად ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის სიმამრს ხელის ამპუტაცია ჩაუტარდა
FaceBook
ავარიის დროს დაშავებულ BMW-ს მძღოლს ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში ხელის ამპუტაცია დასჭირდა.

იგი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი მხეიძის სიმამრია.

როგორც კლინიკურ საავადმყოფოში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, მამუკა ფრუიძე ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

BMW–ს მარკის ავტომობილი, რომელსაც მამუკა ფრუიძე მართავდა, ავარიაში ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩაზე, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს დილის საათებში მოხვდა.

ავტოსაზგაო შემთხვევის თვითმხილველები აცხადებდნენ, მას ორივე ფეხი დაუზიანდა, ხოლო ხელი მოწყვეტილი ჰქონდა.

ადგილზე მყოფები ავარიის გამომწვევ მიზეზად ძაღლს ასახელებენ. მათი თქმით, ძაღლი ავტომობილს მოძრაობის დროს საბურავებში შეუხტა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის ცნობით, საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძღოლის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს , რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.