ახალი ამბები
მედიცინაში ნობელის პრემია იაპონელმა მეცნიერმა მიიღო
FaceBook
ალფრედ ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში იაპონელ იოშინორი ოსუმის გადაეცა.

ნობელის კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნუშნულია, რომ მეცნიერმა აღმოაჩინა თუ როგორ შეიძლება უჯრედები დარჩეს ჯანმრთელი გადამუშავების შემდეგ.

იოშინორი ოსუმი ტოკიოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორია.

მან აღმოაჩინა გენი, რომელიც უჯრედულ პროცესს ე.წ აუტოფაგიას არეგულირებს. იაპონელმა მეცნიერმა ამ კონცეფციაზე მუშაობა გასული საუკუნის 80–90–იან წლებში დაიწყო.

ნობელის პრემიის მინიჭებამ იოშინორი ოსუმი გააკვირვა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია.

ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემიაზე 270 –ზე მეტი მეცნიერი იყო ნომინირებული.

იაპონელ მეცნიერს კომიტეტი 8 მილიონ შვედურ კრონას (834 000 ევრო) გადასცემს.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ფიზიკის დარგში ნობელის პრემია, სამ ბრიტანელ მეცნიერს დევიდ თაულესს, მაიკლ კოსტერლიცს და დანკან ჰელდანგს გადაეცა.

"მათ ტოპოლოგიური ფაზური გადასვლის შესახებ მეცნიერების განვითარებაში და ე.წ. "უცნაური მატერიის" კვლევაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს და დღემდე უცნობი სამყაროს კარი შეაღეს, სადაც მატერიას სხვადასხვა უცნაური ფორმით არსებობს," – აღნიშნავს ნობელის კომიტეტი.

რაც შეეხება ქიმიის, ეკონომიკური მეცნიერებების, ლიტერატურისა და მშვიდობის პრემიის ლაურეატებს, მათი ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.