ახალი ამბები
"გირჩი" საპარლამენტო არჩევნებს გამოეთიშა
FaceBook
ახალი  პოლიტკური ცენტრი "გირჩი"  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს გამოეთიშა. პარტია "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი აღარ არის.

პაატა ბურჭულაძის თქმით, "გირჩს" გაერთიანება პირად გადაწყვეტილებით დაატოვებინა, რადგან მისი ინფორმაციით მათ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს.

"გირჩის" ლიდერი  ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ  პარტია საკუთარი სურვილით დატოვეს.

ჯაფარიძემ ბურჭულაძის პარტიაში მენეჯმენტისა და ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა, თუმცა, განხეთქილების მიზეზად საარჩევნო სიები დაასახელა. მისი თქმით, ბურჭულაძემ  "გირჩის"  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიიდან ამოღება მოითხოვა.

პარტიის დატოვების გამო ახალი პოლიტიკური ცენტრი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მათ  შესაბამისი ცვლილებებისთვის საჭირო დრო აღარ აქვთ. 

"ამ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მივიღებთ, თუმცა, მომავალი არჩევნებისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენ არ ვქრებით პოლიტიკიდან და ვაგრძელებთ იმ იდეებს, რაც გვაქვს",-განაცხადა ჯაფარიძემ. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.