სასწავლო პროცესის დაწყებამდე ათი დღით ადრე გაურკვეველია თუ სად გადავა ქუთაისის საბავშვო ბაღის #29-ე ფილიალი.
შენობა, რომელიც ჩეჩელაშვილის #22 -ში მდებარეობს იმის გამო ავარიულ მდგომარეობაშია დემონტაჟი ჩაუტარდება.
ერთ-ერთი ვერსიით, საბავშვო ბაღმა, შესაძლოა, ფუნქციონირება აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კერძო სახლში გააგრძელოს."შენობის ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მისი ექსპლუატაცია საფრთხის შეცველია და საჭიროებს გამაგრება- გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარებას. თუმცა, შენობის დაზიანებათა და ფიზიკური ცვეთის გათვალისწინებით , არარენტაბელურობიდან გამომდინარე, მისი აღდგენა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად", - ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში.
ლევან სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლისთვის ქუთაისის #29-ე საბავშო ბაღის ფილიალმა გასულ წელს მიმართა.
ჩამონგრეული ჭერი და კედლები, ჩავარდნილი იატაკი - ასე გამოიყურება
ამ დროისთვის სკოლამდელი დაწესებულების ინტერიერი.
"ნელ-ნელა ინგრევა. არის ოთახები, სადაც ბავშვები აღარ შეგვყავდა,
რადგან ძალიან ცუდ მდგომარეობაშია", - ამბობს ფილიალის ხელმძღვანელი
მაკა იაკობაშვილი.
საბავშვო ბაღის შენობის დაცლის საკითხი სასწავლო პროცესის
დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დადგა. ააიპ ქუთაისის
ბაგა-ბაღების გაერთიანებაში კი განმარტავენ, რომ ამ დრომდე
ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდნენ, რის გამოც დროული რეაგირება ვერ
მოახდინეს.
უწყებაში ირწმუნებიან, რომ ობიექტის დემონტაჟისა და ახალი შენობის
მშენებლობის შემდეგ, ბაღი ფუნქციონირებას ისევ ძველ მისამართზე
გააგრძელებს.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისის
#29-ე საბავშვო ბაღში ამ დროისთვის 190-მდე აღსაზრდელი სწავლობს და 44
თანამშრომელი მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები