ახალი ამბები
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა (ფოტო)
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 2016 წლის 8 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

"ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დაფიქსირდა ბაღდათში, როდესაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ფეისბუქის გვერდზე დაფიქსირდა აგიტაცია პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სასარგებლოდ", - ნათქვამია ანგარიშში.

მიმდინარე წლის 19 ივლისს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვე-გვერდსა და სოციალური ქსელის facebook გვერდზე "ქართული ოცნების" მიერ იმერეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელების შესახებ მომზადებული ტექსტური მასალა გამოქვეყნდა, რომელსაც თან ახლდა შეხვედრის ამსახველი ფოტოც.

მომხდარ ფაქტში სამართალდარღვევის აშკარა ნიშნებს ხედავს არასამთავრობო ორგანზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება". ISFED-ის იურისტი, ნინო რიჟამაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ ორგანიზაცის 2016 წლის 19 ივლისის ფაქტზე რეაგირების მიზნით, ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამის მიმართვას გაუგზავნის.

"ვინაიდან, იკვეთება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და სახეზეა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი, ვაპირებთ მივმართოთ ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც უფლებამოსილია შეისწავლოს ეს შემთხვევა და გამოავლინოს სამართალდარღვევა", - აცხადებს იურისტი, ნინო რიჟამაძე.

თავად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გრიგოლ მაჩიტაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია მათ ოფიციალურ საიტზე არის თუ
არა განთავსებული "ქართული ოცნების" სიმბოლიკა.

"არ ვიცი რაზე მეუბნებით. ეს ამბავი პირველად თქვენგან გავიგე. თუკი ვინმე გვკითხავს, გავცემთ პასუხს", - ამბობს მაჩიტაძე.









"საარჩევნო კოდექსის 48 მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. მათ შორის, იკრძალება:

სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება".

ორგანიზაციამ საანგარიშო პერიოდში საქართველოს მასშტაბით, ასევე გამოავლინა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის - 2, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების - 3, ძალადობის -2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 2, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის - 5 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2 ფაქტი.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.