გოგი წულაიამ მერიის წინ ღამის ქოთნები მიიტანა (ვიდეო)
11:19 / 28.03.2019
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ
გოგი წულაიამ ქუთაისის მერიას ღამის ქოთნები და მიუტანა.
წულაია ამბობს, რომ ღამის ქოთნები ქუთაისის მერიას ამერიკულმა
საქველმოქმედო ორგანიზაციამ გამოუგზავნა. თუ რომელმა ორგანიზაციამ ის
ამას არ აკონკრეტებს.
"ქალაქში ერთი ტუალეტი გახსნა უნდა შეგეძლოს მერს ქალაქის მართვაზე
რომ გაქვს პრეტენზია. სხვათა შორის დამპირდნენ, რომ კალაძესაც
გამოუგზავნიან და თბილისშიდაც მერიას მივუტან ასეთ ღამის ქოთნებს", -
ამბობს გოგი წულაია.
წულაიას ნივთების კანცელარიაში დატოვება უნდოდა, თუმცა მერიის დაცვის
თანამშრომლებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.
ქალაქში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაწილი პერიოდულად
ფუნქციონირებს. მათ შორის, ცეტრალურ ბულვარსა და ავტომშენებლის
ქუჩაზე, თუმცა, უმეტესწილად ისინიც დაკეტილია. ჯავახიშვილის ქუჩასა და
წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საპირფარეშოებს კი
არასდროს უმუშავია.
დაკეტილი საზოგადოებრივი საპირფარეშოები ქუთაისისთვის წლების
განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემაა, რაც არაერთხელ გააპროტესტა
ოპოზიციამ.
ადგილობრივ თვითმმართველობაში წლების განმავლობაში თავს იმით
იმართლებდნენ, რომ შენობები, რომლებიც 2012 წელს "გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიამ" ააშენა, სამი წლის განმავლობაში
ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და საპირფარეშოები ქალაქს მხოლოდ
2015 წელს გადაეცა. ამის მიუხედავად, მერიამ ოთხი წლის განმავლობაში
პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო.
საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრომლემის მოსაგვარებლად, ქუთაისის
მერიამ აუქციონი მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა. მერიის ეკონომიკის
სამსახურში განმარტავენ, რომ ოთხივე საპირფარეშო ხელშეკრულების
დადებიდან ერთი თვის ვადაში უნდა ამოქმედდეს. მერიაში ირწმუნებიან,
რომ საპირფარეშოების გასხვისება პრობლემას მოაგვარებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები