"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას
ქუთაისში აქციით გააპროტესტებს.
პარტიის წევრები მხარდამჭერებთან ერთად მერიის ადმინისტრაციული
შენობის წინ შეიკრიბებიან.
ისინი აცხადებენ, რომ არ ცნობენ არჩევნების შედეგებს და მოსყიდვითა და
ძალადობის გზით არჩეულ პრეზიდენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება.
"ეს იყო მოპარული არჩევნები, რომელიც ქართველ ხალხს ბიძინა
ივანიშვილმა მოპარა. შესაბამისად, კარტოფილის დარიგებით, დაშინებითა
და ძალადობის გზით გამარჯვებული პრეზიდენტი ვერასდროს იქნება
ლეგიტიმური",–აცხადებს პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე,
გიგა შუშანია.
მისი თქმით, პარტიის წევრთა და მხარდამჭერთა ნაწილი უკვე გაემგზავრა
თელავში, სადაც ასევე, გააპროტესტებენ არჩევნების შედეგებს.
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერელე მეფის სასახლეში
15:00 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები