ბაღდათში, სოფელ ზეკარში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. დამწვარია 10 ჰა
ფართობი.
ამ დროისთვის, მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება და ხანძრის
სალიკვიდაციო სამუშაოები.
„ზეკარის ხეობაში ჩვენმა მეხანძრე-მაშველებმა ურთულესი რელიეფის
მიუხედავად შეძლეს ხანძრის ლოკალიზება. ადგილზე კვლავ რჩებიან
სახანძრო-სამაშველო ძალები და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები,
რომლებიც პირველივე დღიდან მუშაობდნენ ზეკარის ხეობაში,“ -
განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე
ხვადაგიანმა.
ზეკარის ტყეში ხანძარი
10
ნოემბერს გაჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები