ქუთაისის მერია "მადლიერების სახლში" ბენეფიციართა მიერ თაგვის
ექსკრემენტების პოვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, საკვები უკვე გამოიკვლია
დასავლეთ საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტომ და მასში არა
თაგვის ექსკრემენტები, არამედ, ბარდას მარცვალი აღმოჩნდა.
"მადლიერების სახლის სასადილო გუშინ რამდენიმე საათით დაიხურა,
ადგილზე აღმოჩენილი ხარვეზების გამო. სურსათის ეროვნული საააგენტოს
ჯგუფმა გუშინვე განახორციელა სამუშაოები და სამზარეულო მალევე
გაიხსნა. დასავლეთ საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოს
ხელმძღვანელის ფიქრია ჭლიკაძის განცხადებით, საკვებში არა თაგვის
ექსკრემენტი, არამედ ბარდის მარცვალია აღმოჩენილი, " - ნათქვამია
ქუთაისის მერიის განცხადებაში.
მერიის ინფორმაციით, "მადლიერების სახლში" მერის მოადგილე ნინო
თვალთვაძე იმყოფებოდა, რომელმაც ბენეფიციარებთან ერთად ისადილა და
ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ნინო თვალთვაძე, ასევე
გამოეხმაურა ბენეფიციარების განცხადებას დაწესებულების ადმინისტრაციის
წარმომადგენლების მიერ მათი შეურაცხყოფის შესახებ და განაცახდა, რომ
მსგავსი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მერია შესაბამის
გადაწყვეტილებას მიიღებს.
ბენეფიციარების თქმით, "მადლიერების სახლის" სამზარეულოში მომზადებულ
საკვებში
თაგვის ექსკრემენტები სამი დღის წინ, სასადილოდან
სახლში მიტანის შემდეგ იპოვეს.
ქუთაისიპოსტზე გასული ინფორმაციის შემდეგ სურსათის უვნებლობის
ეროვნულმა სააგენტომ დაწესებულებას საწარმოო პროცესი შეუჩერა, თუმცა,
მხოლოდ რამდენიმე საათით.
წარმოების პროცესის შეჩერებას არ ადასტურებს თავად "მადლიერების
სახლის" დირექტორი. თამთა ბაკურაძის განცხადებით, სააგენტოს
წარმომადგენლებმა დაწესებულებაში ხარვეზები მართლაც იპოვეს, რაც
მალევე აღმოიფხვრა, საწარმოო პროცესის შეჩერებაზე კი საუბარი არ
ყოფილა.
"მადლიერების სახლი" ბენეფიციართა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში
აგრძელებს.
ქუთაისშუ უფასო სადილს 800 ბენეფიციარი იღებს, რომელთა
მომსახურება ადგილობრივ ბიუჯეტს დღეში 2. 14 ლარი ჯდება.
ამავე
თემაზე:
ერთ დღეში შეჩერებული და აღდგენილი საწარმოო პროცესი
ქუთაისის უფასო სასადილოში
ქუთაისის
"მადლიერების სახლში" საჭმელში თაგვის ცურცლები იპოვეს
(ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები