2018 წლის 4 ივნისს, ჭიათურაში, შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის" ჭიათურის
სამთო-გამამდიდრებელი კომბინატში დასაქმებულები სრულმასშტაბიანი
გაფიცვას გამართავენ.
მაღაროს თანამშრომლები ხელფასის 30%-იან ზრდასა და შრომითი პირობების
გაუმჯობესებას მოითხოვენ.
კომპანია დასაქმებულებს ანაზღაურების მხოლოდ 5%-იან მატებას და
სადღესასწაულო დღეებში, წელიწადში 4- ჯერ, 50 ლარის საჩუქრის სახით
გადახდას დაჰპირდა. ხელფასის მატების საკითხის კიდევ ერთხელ
გადახედვას კი კომპანია 2019 წლის 1 იანვრიდან გეგმავს.
"ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციის შეთავაზება თანამშრომლებისთვის
მიუღებელია.
ანაზღაურების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მაღაროელები
წელიწადზე მეტია ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები