ქუთაისში, საბავშვო ბაღებში ზფხულის არდადეგებზე, ივლისის ბოლომდე ორი
მორიგე ბაღი იმუშავებს.
ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით
წიტაიშვილის ინფორმაციით, თუ რომელი ბაღის ფილიალი იმუშავებს, ამაზე
გადაწყვეტილებას ორ კვირაში მიიღებენ.
"სავარაუდოდ, ერთი მორიგე ბაღი იქნება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში,
მეორე კი გარეუბანში, არდადეგების დაწყებამდე ეს საკითხი, რა თქმა
უნდა, გადაწყდება იმის მიხედვით თუ სად იქნება ყველაზე მეტი
მოთხოვნა", - ამბობს დავით წიტაიშვილი.
ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ზაფხულის არდადეგები 30
ივნისიდან დაიწყება.
ქუთაისში სულ საბავშვო ბაღის 37 ფილიალია, 10 000-მდე ბავშვია
რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები