ქუთაისის #2 საჯარო სკოლაში დაახლოებით ერთი საათის წინ მომხდარი
ინციდენტის დროს მეთერთმეტე კლასელი დაშავდა.
დაშავებული მოსწვალე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში
გადაიყვანა. თვითმხილველების თქმით, მოსწავლეს წარბი ჰქონდა
დაზიანებული და სისხლდენა აღენიშნებოდა.
ინციდენტში მონაწილე მეორე მეთერთმეტეკლასელი კი საპატრულო პოლიციის
ეკიპაჟმა მშობლებთან და კლასის დამრიგებელთან ერთად, განყოფილებაში
გადაიყვანა.
"განყოფილებაში გადაგყვავს, დანარჩენი იკითხეთ
პრესცენტრში",-განაცხადა სკოლასთან მობილიზებული საპარტულო პოლიციის
თანამშრომელმა.
სკოლის მოსწავლეებისა და თვითმხილველების თქმით, მოზარდებს შორის ჯერ
სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ინფორმაციას არ ადასტურებენ სკოლის ადმინისტრაციაში და ამბობენ, რომ
მოსწავლეები ერთმანეთს შემთხვევით დაეჯახნენ.
" როგორც მითხრეს, ერთი ბავშვი დახრილი ყოფილა და მეორე თავზე ადგა.
ამას ვერ დაუნახია, თავი აუწევია და დაჯახებია, რა დროსაც ბავშვს
წარბი დაუზიანდა",-ამბობს ქუთაისის #2 სკოლის დირექტორი, მურად
ჯიშკარიანი.
იგივეს ადასტურებენ სკოლის პედაგოგები. მათი თქმით, ინცინდენტი
შემთხვევით მოხდა.
ამავე თემაზე:
შსს-მ, ქუთაისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის მომხდარ
ინციდენტზე, გამოძიება დაიწყო
მასალის გამოყენების პირობები