ახალი ამბები
ტყიბულში დაშავებული ერთ-ერთი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
FaceBook
ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში ტყიბულიდან ორი დაშავებული მუშა გადმოიყვანეს. ჰოსპიტალის დირექტორის, ირაკლი გოგინავას თქმით, 54 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაშია მოთავსებული. მესამე დაშავებული კი ტყიბულის საავადმყოფოში მკურნალობს.

"გულმ-მკერდისა და თავის მასიური ტრავმა აქვს. თავის ტვინის სისხლჩაქცევები დაჟეჟილობებით, სახის ძვლების მოტეხილობებით, გულ-მკერდის კარკასის დაზიანებით", - განგვიმარტა ირაკლი გოგინავამ.

რაც შეეხება, მეორე მუშას,  36 წლის პაციენტს,  ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას თავის ტრავმა და სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნება.  მოთავსებულია ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. 

ხუთ აპრილს, გამთენიისას, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა. მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით ინციდენტი, სავარაუდოდ, სამთო დარტყმის შედეგად წარმოშობილი ჰაერის მასამ გამოიწვია.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

ტყიბულის შახტში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.