ახალი ამბები
ქუთაისის მერია საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებს - TI
FaceBook

ქუთაისის მერია და საკრებულო საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებენ. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.


"ქალაქ ქუთაისის საკრებულომ 2014 წლის 27 აგვისტოს მიღებული N32 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;

მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე (http://kutaisi.gov.ge/) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას;

მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე განთავსებული საძიებო სისტემის გამოყენება რთულია, რაც აფერხებს საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობას.

ქალაქ ქუთაისის საკრებულოს N32 დადგენილება არ ავალდებულებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს ისეთი მნიშვნელოვანი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას, როგორიცაა: ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ, ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და გასაჩივრების წესი, ბიუჯეტის შეასრულების ანგარიში; ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატის, პრემიის, სამივლინებო და სატრანსპორტო ხარჯის შესახებ და სხვა", - ნათქვამია კვლევაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, დროულად შეასრულონ 2014 წლის 27 აგვისტოს N32-ე დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით განთავსება ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ასევე, ორგანიზაცია დამატებით მოუწოდებს ქუთაისი მერიასა და საკრებულოს, შექმნან დამოუკიდებელი ვებ-გვერდები, ასევე გაამარტივონ მერიისა და საკრებულოს ოფიციალური ვებ-გვერდის საძიებო სისტემა.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.