ახალი ამბები
ქუთაისის ახალი მერი მუშაობას შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან 11 დღეში შეუდგება
FaceBook
ქუთაისის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილებას საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა შეუდგება.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტთან საუბარში ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ განმარტა.

"არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა, საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს შემაჯამებელ ოქმს. მერს შეუძლია უფლებამოსლების განხორციელება შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან, ასევე, არაუგვიანეს მე-11 დღისა," - ამბობს ანა მიქალაძე.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიებს მეორე ტურის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების ცესკოსთვის გადაცემის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ეწურებათ.

1 დეკემბერს კი,  ცესკო ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების საბოლოო შედეგების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს სხდომა მიმდინარე წლის 20 ნოემბერს გაიმართება.

ქუთაისის მერის არჩვენების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართა. "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ამომრჩეველთა ხმების 87.55% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა "ნაციონალური მოძრაობიდან", გრიგოლ ვაშაძემ - 12.45%, თუმცა, "ნაციონალებმა" არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს.

ქუთაისში 124 საარჩევნო უბანზე152 561 ამომრჩეველი გახლდათ რეგისტრირებული. მეორე ტურში მონაწილეობა მხოლოდ 27 427-მა მათგანმა მიიღო.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.