სამტრედიაში საბავშვო ბაღები დაიხურა - საკვებში ჩხირები აღმოაჩინეს
17:52 / 25.03.2015
სამტრედიის #9 საბავშვო ბაღში შეტანილ საკვებში ჩხირი სალმონელა აღმოაჩინეს. რის გამოც, მუნიციპალიტეტში არსებული 22-ვე საბავშვო ბაღი დაიხურა.
#9 საბავშვო ბაღში სალმონელას ჩხირი ერთ-ერთი შემოწმების დროს ხორცში აღმოაჩინეს. ადგილობრივი ხელისუფლების გაფრთხილებით, ბაღების გაერთიანებამ სამტრედიის ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვიტა.
"აღნიშნულ ბაღში მსგავსი შემთხვევა ადრედაც დაფიქსირდა, ამიტომ, პრევენციის მიზნით, თვეში ერთხელ ვიწვედით სურსათის ეროვნულ სააგენტოს ქუთაისიდან, რომელიც ახორციელებდა კონტროლს. საკვებში სალმონელას ჩხირი სწორედ ერთ-ერთი შემოწმების დროს აღმოჩნდა, შემოტანილ ხორცში. სურსათის სააგენტომ მოგვცა რეკომენდაცია, რომ ეს ხორცი გაგვენადგურებინა. ჩვენი მხრიდან გავატარეთ უყველა შესაბამისი ზომა," - აცხადებს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში სამტრედიის გამგებელი ვალერი ფოცხვერია. სამტრედიის გამგებლის განმარტებით, ბაღებში სასწავლო პროცესი მას შემდეგ განახლდება, როდესაც კვების მომმარაგებელი კომპანია, ბაღებში ხარისხიან პროდუქციას შეიტანს.
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დღეს,
9 აპრილის მემორიალთან მისვლა ვერ გაბედა, 1989 წელს მომხდარ
ტრაგედიაზე განცხადება საქართველოს მთავრობის სახელით, სოციალურ
ქსელში გააკეთა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები