"ეს განცხადება სავარაუდოდ, დაიწერა პოლიტიკური ჯგუფების მიერ,"
- ამბობს პოლიკლინიკის დირექტორი.
ქუთაისის მე-4 შერეული პოლიკლინიკის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ
ინფორმაციას, პოლიკლინიკის დირექტორის მხირიდან ზეწოლისა და
ერთპიროვნული მმართველობის თაობაზე, დირექტორი ირაკლი ბრეგაძე
ეხმაურება.
ირაკლი ბრეგაძე განმარტავს, რომ განცხადება, რომელშიც ქუთაისის
მერიისა და მე - 4 შერეული პოლიკლინიკის შესახებ ბრალდებები გაჟღერდა,
სიმართლეს არ შეესაბამება.
"განცხადება სავარაუდოდ, დაიწერა პოლიტიკური ჯგუფების მიერ, იმ
მიზნით, რომ მოხდეს ქუთაისის მერიისა და პოლიკლინიკის დისკრედიტაცია,
ეს არის ნამდვილად დისკრედიტაციის მცდელობა, რადგან
განცხადებაში მითითებული არცერთი ბრალდება არ არის რეალური
და ამ ფორმით მოსახლეობა შეიყვანეს შეცდომაში," - განმარტავს
ირაკლი ბრეგაძე.
ირაკლი ბრეგაძემ "ქუთაისიპოსტთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ
მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს კითხვებზე: ნამდვილად მოხდა,
თუ არა თანამშრომლების განთავისუფლება და მათ ნაცვლად,
ქუთაისის მერიისგან ჩინოვნიკების ნათესავების დანიშვნა, ასევე, რა
ვალი აქვს პოლიკლინიკას მერიის მისამართით და რატომ არის ე.წ
"ატკატებზე" საუბარი.
აღნიშნულ კითხვებზე, კომენტარს არც ქუთაისის მერიაში აკეთებენ, თუმცა
ამბობენ, რომ მერია მე-4 შერეული პოლიკლინიკის 100% -იანი
წილის მფლობელია, შესაბამისად, ირაკლი ბრეგვაძის თანამდებობაზე
დანიშვნის გადაწყვეტილება სწორედ მერიაში უნდა მიეღოთ, რაც
განმარტავენ, რომ კანონდარღვევა არ არის.
"მას შემდეგ, რაც პოლიკლინიკის ყოფილმა დირექტორმა თანამდებობა
საკუთარი სურვილის საფუძველზე დატოვა, მერიაში მიღებულ იქნა
გადაწყვეტილება, აღნიშნულ თანამდებობაზე გამოცდილი კადრი დაენიშნათ,
რაც არ არის კანონდარღვევა," - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
ქუთაისის მე- 4 შერეული პოლიკლინიკის დირექტორისა და ქუთაისის მერიის
მისამართით ბრალებების თაობაზე თანამშრომელთა ნაწილმა გუშინ, სოციალურ
ქსელში გამოაქვეყნეს.
აღნიშნული განცხადების მიხედვით, თანამშრომლები პოლიკლინიკის
დირექტორს ირაკლი ბრეგვაძეს დაუპირისპირდნენ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პოლიკლინიკის დირექტორად ირაკლი
ბრეგვაძე ერთპიროვნულად, ქუთაისის მერის მიერ დაინიშნა და ის
ზეწოლას ახდენს თანამშრომლებზე.
მასალის გამოყენების პირობები