იმერეთის პირველი ვიცე-გუბერნატორის პოსტი ვაკანტურია.
ალექსანდრე იოსებაშვილმა აღნიშნული თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ დაწერა.
იოსებაშვილმა პირველ ვიცე-გუბერნატორად 2015 წლის 8 იანვრიდან გადაინაცვლა, რომელიც მანამდე სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა.
იმერეთის გუბერნიაში საკადრო ცვლილებები 22 თებერვალს დაიწყო, როდესაც გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა თანამდებობიდან დატოვების თაობაზე განცხადება გააკეთა. 23 თებერვალს იმერეთის ახალ გუბერნატორად პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ვაკის ყოფილი გამგებელი, გივი ჭიჭინაძე წარადგინა. ჭიჭინაძე პირველ სამუშაო შეხვედრას დღეს მართავს. ახლადდანიშნული გუბერნატორი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან რეგიონში არსებულ პრობლემებსა და დაგეგმილ პროექტებს ეცნობა. მოგვიანებით კი ჭიჭინაძე პირველ კომენატრსაც გააკეთებს.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები