ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე, "მაკდონალდსის" რესტორნის მიმდებარედ,
ორსართულიანი ტაძრის პროექტი საპატრიარქომ დაამტკიცა.
ამიშ შესახებ ქუთაისიპოსტს პროექტის ავტორმა, არქიტექტორმა ანდრო
მარჯანიშვილმა განუმარტა.
"საპატრიარქოს ხელოვნებისა და არქიტექტურის საბჭომ ტაძრის პროექტი
უკვე დაამტკიცა," - ამბობს მარჯანიშვილი.
მისივე თქმით, დღეს პროექტის განხილვა საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მოხდება. რის შემდეგაც, პროექტი
მშენებლობის ნებართვისთვის ქუთაისის მერიას გადაეგზავნება.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ადასტურებენ, რომ პროექტი
განხილველად შეტანილია.
"განხილვის შედეგები მოგვიანებით იქნება ცნობილი," - გვითხრა
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლემა ბექა
ბარამიძემ.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" რესტორნის უკან
ორსართულიანი ტაძრის მშენებლობა იგეგმება. დავით აღმაშენებლის
სახელობის ტაძრის მშენებლობას მამა გიორგი შალამბერიძე
უხელმძღვანელებს.
მისი ინფორმაციით, მშენებლობა წელიწადსა და ექვს თვეში უნდა
დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეპარქია დაჯარიმდება.
პროექტის ავტორის, არქიტექტორი ანდრო მარჯანიშვილის თქმით,
ორსართულიანი ტაძრის აშენების იდეა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს,
მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის. ანდრო მარჯანიშვილი ამბობს, რომ მეუფეს
სურვილია ტაძარი "მაკდონალსდის" რესტონარანზე მაღალი გამოჩნდეს.
არქიტექტორის ინფორმაციით, ტაძარი დაახლოებით 700 კვ.მ-ზე
განთავსდება, პირველი სართული ბაზილიკა, მეორე კი გუმბათოვანი
იქნება.
ამავე
თემაზე:
ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე ორსართულიანი ტაძარი
აშენდება
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ტაძრის მშენებლობა
აგვისტოში იწყება
მასალის გამოყენების პირობები