„ცივი შხაპი უტიფარი მძღოლებისთვის“ – საგზაო უსაფრთხოების წესები მკაცრდება
00:01 / 04.03.2017
საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონი შესაძლოა გამკაცრდეს.
რეფორმის პაკეტის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
მისი ინიციატორი, პარლამენტის ვიცე–სპიკერი, არჩილ
თალაკვაძეა.
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრირება შესაძლოა ისეთ
დარღვევებზე გამკაცრდეს, როგორიცაა, მაგალითად, სიჩქარის გადაჭარბება,
არასწორი მანევრირება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა
დარღვევა.
ქუთაისში ახალ ინიციატებს და შესაძლო აკრძალვებს მოქალაქეების
უმრავლესობა დადებითად აფასებს. ისინი ამბობენ, რომ კანონპროექტის
დამტკიცების შემთხვევაში, ის, დროული იქნება.
ნახეთ ვიდეოგამოკითხვა:
დოკუმენეტის მიხედვით, ასევე, განიხილება ე.წ. უკონტაქტო
პატრულირების დანერგვაც.
უკონტაქტო პატრულირება ნიშნავს, რომ შსს–ს ავტომანქანები
ქვეყნის ქუჩებში ამოსაცნობი ნიშნის გარეშე იმოძრავებენ. ისინი
აღჭურვილნი იქნებიან ფოტო და ვიდეოტექნიკური საშუალებებითა და
სიჩქარის განმსაზღვრელი არასტაციონარული მოწყობილობით.
რეფორმის ნაწილი წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო ინიცირებული. თუმცა,
მისი დამტკიცება ვერ მოხერხდა. მაშინ კანონპროექტის უკონტაქტო
პატრულირების ნაწილი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ
მოქალაქეებზე "ფარულ თვალთავალად" შეფასდა. რის გამოც, შინაგან
საქმეთა სამინისტროში მასზე
განცხადებაც გაკეთდა.
სამაგიეროდ, დადებითად აფასებენ ინიციატივას საგზაო საკითხებზე
მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
"უტიფარი მძღოლებისთვის ეს სიახლე ცივი შხაპის მიღების ტოლფასი
იქნება", – ასე აფასებს ახალ ინიციატივას "საქართველოს საავტომობილო
ფედერაციის" პრეზიდენტი, შალვა ობგაიძე.
მისი განმარტებით, მძღოლები მოძრაობას იქ ანელებენ, სადაც კამერა არაა
დამონტაჟებული. მისივე განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების ყველაზე
მნიშვნელოვანი პარამეტრი ავარიების შემცირებაა.
"თუკი ყოველწლიურად 600 დაღუპვისა და 10 ათასი ადამიანის დასახიჩრების
ფაქტმა შემცირება დაიწყო, ეს იმას ნიშნავს, რომ რეფორმამ წარმატებულად
იმუშავა", – ამბობს შალვა ობგაიძე.
ის, ასევე, აღნიშნავს, რომ დაგეგმილ რეფორმათა 90 % წინა მოწვევის
პარლამენტშიც იყო ინიცირებული, თუმცა მისი დამტკიცება ვერ
მოხერხდა.
ასევე, აფასებს საგზაო უსაფთხოების ნორმების გამკაცრებას "საქართველოს
ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი.
ის, განსაკუთრებით, უკანტაქტო პატრულირების შესახებ კანონპროექტის
მნიშვნელობის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში მძღოლს ექნება განცდა რომ ყველგან
კონტორლდება მისი მანევრირება. ეკა ლალიაშვილის თქმით, იმ ქვეყნებში,
სადაც უკონტაქტო პატრულირება და ქულათა სისტემა მოქმედებს,
ავტოავარიათა რიცხვმა, დაახლოებით, 30% იკლო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით,
2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა, რის
შედეგადაც 581 დაიღუპა, 9 951 კი დაშავდა. 2015 წელთან შედარებით
ავტოავარიების რიცხვი 7 %–თაა გაზრდილი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები