საზოგადოება
ქუთაისში საფლავების დაზიანების და გაქურდვის ოთხი ფაქტი დაფიქსირდა
FaceBook
ქუთაისში სასაფლაოების დაზიანებისა და გაქურდვის ოთხი ფაქტი დაფიქსირდა.

სასაფლაოების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი შპს "ქართული ტრადიციები 2011"-ის ინფორმაციით, შემთხვევები ბოლო ორი წლის მანძილზე მოხდა.
აქედან ერთზე ოფიციალური, ხოლო დანარჩენზე ზეპირი შეტყობინება შევიდა.

შპს "ქართული ტრადიციები 2011"-ში განმარტავენ, რომ წერილობით შესული შეტყობინება რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინიტროს გადაეგზავნა.

შპს "ქართული ტრადიციების" დაქვემდებარებაში 13 საქალაქო სასაფლაოა. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ათი ზედამხედველი 13-ვე სასაფალოს დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე საფლავებს მეთვალყურეობს. ხოლო საფლავების 24 საათიან რეჟიმში დაცვა კანონით მათი კომპეტენცია არ არის.

შპს "ქართული ტრადიციების" ადმინისტრაციის ცნობით საფლავებზე ძარცვის ფაქტები პრობლემურია.

"გარდა ამისა, ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა ვიგრძნოთ საკუთარი პასუხისმგებლობა, რომ წინაპართა საფლავების მიმართ გვქონდეს პატივისცემა. სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გააქტიუროს ეს თემა, ხოლო დაზარალებულმა ჭირისუფალმა არსებული ფაქტის შესახებ აცნობოს შესაბამის სამსახურებს", - ამბობს "ქართული ტრადიციების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, მაია ყუფარაძე.

მისივე თქმით, სასაფლაოს ქურდობის ფაქტებისგან დასაცავად, დაწესებულებაში, სხვადასხვა ვერსია განიხილეს. თუმცა არასაკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსის გამო, მისი განხორციელება ვერ ხერხდება.

"ერთ-ერთ საკითხად განხილული იქნა ვიდეოთვალის დამონტაჟება. თუმცა, ეს არის სერიოზულ თანხებთან დაკავშირებული და დამოკიდებულია ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ქალაქის ბიუჯეტი დღეისათვის ვერ შეძლებს ამ ტექნიკური სერვისის განხორციელებას," - განმარტავენ ორგანიზაციაში.

ბოლო ქურდობის ფაქტი ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე ერთი თვის წინ  დაფიქსირდა, სადაც საკრებულოს დეპუტატის ლაშა გვენეტაძის მამის საფლავი გაძარცვეს.

სასაფლაოდან მოპარულია ქვაზე მიმაგრებული სპილენძის ბარელიეფი.

აღნიშნული ქურდობის ფაქტზე, ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, საკრებულოს დეპუტატმა ძმასთან ერთად მძარცველი სცემა, რასაც პროკურატურის მხრიდან მათი დაკავება მოჰყვა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.