საზოგადოება
ქუთაისის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი შესაძლოა გაფართოვდეს
FaceBook
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს, შესაძლოა, ორი დიდი საგამოფენო დარბაზი დაემატოს.

როგორც მუზეუმის ხელმძღვანელობაში ამბობენ, ამის შესახებ დაპირება ადგილობრივი თვითთმართველობიდან მიიღეს.

"ქუთაისის მერი დაგვპირდა, რომ ჩვენს გვერდით ყოფილი ოლიპიური სკვერის მხრიდან მოხდება დამატებითი ოთახების ჩაშენება და ჯამში მუზეუმს ოთხი საგამოფენო სივრცე ექნება, რაც სრულიად საკმარისია ექსპონატების გამოსაფენად," - ამბობს ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელი, ომარ ლანჩავა.

ადგილობრივ თვიმმართველობაში აცხადებენ, რომ ეს საკითხი განხილვის ეტაპზეა.

"გაკეთდება ე.წ. არკა და მეორე სართულზე ოთახების დამატების პერსპექტივა გაუჩნდება მუზეუმს, თუმცა ეს თემა ჯერჯერობით მსჯელობის საგანია," - ამბობენ ქუთაისის მერიაში.

მუზეუმში ამჟამად მხოლოდ ორი საგამოფენო დარბაზი ფუნქციონირებს და ფართის სიმცირის გამო ექსპონატების სრულად გამოფენა ვერ ხერხდება.

ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელიც 1922 წელს დაარსდა, 150 000-ზე მეტი ექსპონატი ინახება.

მასში დაცულია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები ძვ.წ. IX-VII სს.-დან გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით. მათ შორისაა, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის ძეგლები, ქართული, ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის, ყოფისა და კულტურის ამსახველი იშვიათი ნაკეთობანი, უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლებისა და უნიკალური ქართული ხელნაწერების კოლექცია, რარიტეტული სიგელ-გუჯრები, ეთნოგრაფიული მასალები, ოქრომჭედლობის, ლითონის, კერამიკის, ტყავის, მინის, ქსოვილის, ხის ნაწარმის ნიმუშები.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.