ქუთაისში ე.წ. კინო "საქართველოს" შენობაში არჩევნებამდე ორი დღით
ადრე გახსნილი კინოჩვენებები აღარ მიმდინარეობს.
კინოთეატრის ადმინისტრაციაში ვერ აზუსტებენ კონკრეტულად როდიდან
დაიწყება უწყვეტ რეჟიმში კინოჩვენებები.
არჩევნებამდე
ორი დღით ადრე უფასო კინოჩვენებების გამართვის
შესახებ კი ირწმუნებიან, რომ ამით მხოლოდ ტექნიკის სატესტო
რეჟიმში გაშვება მოხდა და ეს ფაქტი 8 ოქტომბრის არჩევნებს არ
უკავშირდებოდა.
ამ დროისთვის კი,
კინოდარაბზებში განთავსებული სავარძლები ისევ
შეფუთულია.
"ფორსმაჟორში არ მომახდარა კინოდარბაზების გახსნა. უბრალოდ, როცა
დასრულდა ტექნიკის აწყობა, მაშინ მოხდა მისი დატესტვაც. რადგან,
სპეციალისტები ვინც მუშაობდნენ ამ მიმართულებით, უცხოელები იყვნენდა
ვერ ვალოდინებდით", - ირწმუნება კინოთეატრის ადმინისტრაციის უფროსი,
რაულ ქორჩილავა.
იგი ვერ აკონკრეტებს თუ როდიდან დაიწყება კინო ჩვენებები უწყვეტ
რეჟიმში. ასევე, უცნობია ბილეთის საშუალო ღირებულებაც.
რაულ ქორჩილავა მხოლოდ იმას ამბობს, რომ დღეში რამდენიმე კინოსეანსი
იქნება, რომელიც სამ ენაზე (ქართულ-რუსული-ინგლისური) იქნება
ნათარგმნი.
მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს კინო "საქართველოში" ორი 67 კაციანი, ორი
130 და ორი 10-10 კაციანი VIP დარბაზი გაიხსნა. აქედან, ერთი 67
კაციანი და ერთი 130 კაციანი დარბაზი 3D ფორმატის არის.
ათ კაციანი VIP
დარბაზი
მასალის გამოყენების პირობები