საზოგადოება
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების სასამართლო პროცესების ქრონიკა
FaceBook
ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სასამართლოში ხუთმა ყოფილმა თანამშრომელმა უჩივლა. თავის მხრივ, გაერთიანების ადმინისტრაციამ სარჩელი 187 თანამშრომლის წინააღმდეგ აღძრა.

პირველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეები სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ.ბაგა-ბაღების გაერთიანება კი 187 თანამშრომლის მიერ ერთდღიანი აქციის მოწყობის კანონშესაბამისობის დადგენას ცდილობს. ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების სარჩელი საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე წარმოებაშია.

რაც შეეხება ხუთი ყოფილი თანამშრომლის საქმეს, აქედან სამი ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ წააგო, დარჩენილი ორის სასამართლო პროცესი, ჯერჯერობით, ჩანიშნული არ არის.

ხუთი მოსარჩელე მხარედან სამი, საბავშო ბაღის ფილიალების (#1, #13, #15) ყოფილი ხელმძღვანელები იყვნენ, ხოლო ორი ადმინისტრაციის თანამშრომლები. ისინი გაერთიანების ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე გასული წლის ბოლოს გათავისუფლდნენ. თუმცა,  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  გაერთიანებას ნანა კაკურიას  სამსახურში აღდგენა დააკისრა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ნანა კაკურიასა და მაკა აბულაძის სარჩელი სამსახურში აღდგენის ნაწილში დააკმაყილა. ისინი სასამართლოს განაცდურის ანაზღაურებსაც სთხოვნენ. ასევე, ნაწილობრივ მოხდა ზაალ ხონელიძის სარჩელის დაკმაყოფილებაც, ოღონდ ამ შემთხვევაში სასამართლო უწყებამ განაცდრის მოთხოვნის ნაწილი დააკმაყოფილა.

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ საქალაქო სასამართლოში წაგებული სამი საქმიდან ერთი, (ნანა კაკურიას საქმე) სააპელაციოში უკვე გაასაჩივრა.

"როგორც კი მოგვივა აბულაძისა და ხონელიძის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები, იმათაც სააპელაციოში გავასაჩივრებთ. შეიძლება საქმე უზენაესამდეც მივიდეს," - ამბობს გაერთიანების იურისტი, რამაზ იობიძე. გაერთიანებაში მიაჩნიათ სასამართლომ ვერ შეძლო აღნიშნულ საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

იურისტის განმარტებით, უწყების დირექტორმა ნანა ლორთქიფანიძემ, გაერთიანების ფილიალებში მისი წარმომადგენლები, ამავე დაწესებულებაში დასაქმებული პედაგოგების მიერ, სამუშაო საათებში გამართული ერთდღიანი გაფიცვის შეუტყობინებლობის გამო გაათავისუფლა.

"გავათავისუფლეთ მათზე დაკისრებული შრომითი უფლებების შეუსრულობელობის გამო. ის, რომ აღნიშნულ სამ ფილიალში ერთდროულად მოხდა გაფიცვა და არც ერთმა მათგანმა ამის შესახებ არ შეატყობინა გაერთიანებას, ეს გახდა მათი გათავისუფლების მიზეზი", - ამბობს რამაზ იობიძე.

მოსარჩელე მხარეების ინტერესების დამცველი რობიზონ ხურცილავა განმარტავს, რომ გაერთიანება თანამშრომლებს უმიზეზოდ ათავისუფლებს, რაც სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებშიც აისახა. უფლებადამცველის თქმით, ამით გაერთიანების რეპუტაცია ილახება. ის იმედოვნებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანარჩენი ორი პირის საქმესაც მოიგებს.

სასამართლო დავის მოგების და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმედი აქვთ ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაშიც.

"მოწინააღმდეგე მხარე, მთელი ამ დროის განმავლობაში, ცდილობდა საქმე სამართლებრივი ჩარჩოდან გამოეყვანა და სხვა დატვირთვა შეეძინა. ჩვენ არ ავყევით. ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესი. ამით არ დამთავრებულა ეს პროცესი, წინ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გველოდება. რაც შეეხება გაერთიანების სახელის შელახვას, მიმაჩნია, რომ გაერთინების ინტერესებს ის ქმედებები ლახავს, რომლებსაც მოწინააღმდეგე მხარეები სჩადიან", - განმარტავს გაერთიანების იურისტი.

სააპელაციო სასამართლომ გაერთიანების საჩივარი წარმოებაში მიიღო, თუმცა განხილვის თარიღი ჯერ ცნობილი არაა.
ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ამ დროისთვის სულ 1 600 ადამიანი მუშაობს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.