ტყიბულში მინდელის შახტში 5 აპრილს გამთენიისას ნგრევის შედეგად
6 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა სამი,
13 შვილი - დაობლდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს მეოთხე შემთხვევა იყო, როდესაც
ტყიბულის შახტში მეშახტეები დაიღუპნენ, მათმა რიცხვა კი 12-ს
მიაღწია.
ყოველი მომდევნო უბედური შემთხვევის შემდეგ, შახტებსა თუ
მშენებლობებზე, ხელისუფლება პირობას დებს, რომ მდგომარეობას
გამოასწორებს შრომითი უსაფრთხოების კუთხით, შეიტანს ცვლილებებს
კანონში, დააწესებს რეგულაციებს და სანქციებს.
ხელისუფლების დაპირებები ნაწილობრივ შესრულდა 2013 წელს, როდესაც
შრომის კოდექსში ცვლილება შევიდა. ცვლილება შეეხო დასაქმების
კანდიდატის ინფორმირებულობის, ვადიანი ხელშეკრულებების დადების,
სამუშაო ადგილის ხანგრძლივობისა და სხვა საკითხებს.
ხოლო 2018 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი "შრომის უსაფრთხოების
შესახებ“.
სპეციალისტები ამ კანონში გამოყოფენ რამდენიმე დადებით მომენტს.
მაგალითად, შრომითი უსაფრთოების წესების დარღვევის შემთხვევაში
ჯარიმების ოდენობის გაზრდას, რომელიც ახალი კანონით ორმაგდება.
შრომის უსაფრთხოების კანონის მიხედვით, მთავრობის მიერ დამტკიცებული
რეგლამენტების მოთხოვნების პირობების დარღვევა 100-დან 50 000 ლარამდე
ჯარიმას ითვალისწინებს.
ორმაგდება ჯარიმა, სამაგიეროდ ვიწროვდება კანონის გავრცელების
სფერო.
"ეს კანონი ვრცელდება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და
საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ამ კანონის მიზნებისათვის მომეტებული
საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიანი სამუშაოების
ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა სოციალურ
პარტნიორებთან შეთანხმებით", - აღნიშნულია კანონში "შრომითი
უსაფრთხოების შესახებ".
ასეთი კი სულ 11 გამოიკვეთა.
1. მშენებლობა და სამშენებლო მასალების წარმოება. მასში შედის
საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი შენობების მშენებლობა,
ცემენტი, თაბაშირი, ალებასტი, კირი, გაჯი და სხვა წარმოება,
ასფალტბიტუმის წარმოება, რკინაბეტონის წარმოება, ქვის საჩამომსხმელო
ნაწარმის წარმოება, საიზოლაციიო და რულონური სახურავის წარმოება. ამწე
მოწყობილობებთან დაკავშირებული სამუშაოები;
2. სამთოგეოლოგიური შახტები, როგორც მიწისქედა, ასევე მიწისქვეშა
სამუშაოები, კარიერები, მატერიალური და არამატერიალური სასარგებლო
წიაღისეულის მოპოვება. სამსხვრევ-სახარისხებელი სამუშაოები,
მამდიდრებელი და ბურღვა-საფეთქებელი სამუშაოები;
3. მეტალურგიული სამუშაოები, გეო-მეტალურგიული სამუშაოები;
4. ელექტროენერგეტიკა, ელექტროენერგეტიკული მრეწველობა, ქვესადგურები,
ჰესები, მაღალი და დაბალი ძაბვის გადამცემი ხაზები;
5. ნავთობისა და გაზის მრეწველობა, ნავთობისა და გაზის მოპოვება.
მაგისტრალური ნავთობსადენები და გაზსადენები, გასამართი სადგურები,
ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება, ნავთობის
გამოხდა;
6. ქიმიური წარმოება, ორგანული და არაორგანული პროდუქციის
წარმოება;
7. ლითონდამუშავება, ჩამოსასხმელი წარმოება, საზეინკლო და სამჭედლო
სამუშაოები, თერმული დამუშავება;
8. მინის წარმოება, მინის ხარშვა;
9. მერქნის, ხე-ტყის დამამუშავებელი მრეწველობა, ავეჯის წარმოება;
10. საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობა,ტექსტილის საწარმოები;
11. ტრანსპორტი, მეტროპოლიტენი, რკინიზგზა, საზღვაო ნავსადგურები,
საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტი.
სპეციალისტების მხრიდან კანონში პრობლემურ ნაწილად მიჩნეულია
მონიტორინგის საკითხიც.
"ახალი კანონპროექტის მიხედვით, მონიტორებს მოსამართლის ნებართვის
გარეშე არ შეეძლებათ შესვლა საწარმოში, თუ იქ რამე ინცინდენტი არ
მოხდა, ან გეგმური შემოწმება არ იქნება, არადა ინსპექტორს ნებისმიერ
დროს უნდა შეეძლოს ნებისმიერი ობიექტის შემოწმება. ინსპექტორები
მოკლებულნი არიან შესაძლებლობას შეამოწმონ შრომითი პირობები,
რამდენ საათს მუშაობს დასაქმებული, რამდენია მათი ანაზღაურება და
ეძლევათ თუ არა მუშებს შვებულების გამოყენების შესაძლებლობა და ა.შ.
რაც საერთაშორისო სტანდარტებით პირდაპირ ბმაშია უსაფრთხოებასთან",-
მიაჩნია რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტს ილია
ლეჟავას.
ილია ლეჟავა აღნიშნავს, რომ კანონში უსაფრთხოების შესახებ არაა
გათვალისწინებული პროფკავშირის და გაეროს შრომის საერთაშორისო
ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომელთაგან ყველაზე მთავარი, აღსრულების
მექანიზმის და შრომის ინსპექციის მართვის საკითხი.
"შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით ინსპექციის მართვა უნდა
განხორციელდეს ტრიპარტიზმით დამსაქმებელთა, დასაქმებულთა და მთავრობის
წარმომადგენლობის ჩართულობით. ეს თავშივე გამორიცხავს კორუფციულ
მართვას, რა არგუმენტითაც თავის დროზე გაუქმდა ეს ინსტიტუტი", -
მიაჩნია რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტს ილია
ლეჟავას.
თუმცა რა კანონიც უნდა მიიღონ, შრომით უფლებებზე მომუშავე
სპეციალიტებისა და პროფკავშირების წარმომდგენლების აზრით, საბოლოოდ
დგება აღსრულების პრობლემა.
"დგას აღსრულების პრობლემა. აღსრულების, რომელიც პირდაპირ ბმაშია
მთავრობის ნებაზე, რამდენად თანახმაა ხელისუფლება, ადამიანი და მისი
კეთილდღეობა გახდეს უპირატესი.
ყველა ჯერზე, თემის აქტუალობას მთავრობაც აღიარებს. თუმცა, როგორც კი
გარდაცვლილს მიწას მივაბარებთ, ყველა მაღალჩინოსანი, სამთავრობო თუ
საკანონმდებლო თანამდებობის პირი, პროფკავშირის პირისპირ სამუშაო და
მოლაპარაკებების მაგიდასთან უარყობს და აკნინებს შრომის ინსპექციის
საჭიროებას და შესაბამისი რეგულაციების შემოღების საჭიროებას.
შესაბამისად, ყველა საჭირო გადაწყვეტილება, რაც ასე მნიშვნელოვანია და
საჭირო, ინიცირებულია მხოლოდ ასეთ მძიმე ფონზე და მისი დროში გაწელილი
მიღების პროცესი მას რეალურად შიგნავს და ვიღებთ სუსტ რეგულაციებს", -
ამბობს ილია ლეჯავა.
სუსტი რეგულაციების გარდა, ვიღებთ მძიმე შედეგებს და მგლოვიარე
ხელისუფლებას, რომელიც მწუხარებას სიტყვებით, შეშფოთებით, მოწოდებებით
და გლოვის დღის დაწესებით გამოხატავს.
ამჯერადაც ასეა - 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამავე
თემაზე:
5 აპრილს ტყიბულში 13 შვილი
დაობლდა
შახტის
12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა
(ინფოგრაფიკა)
სანქციები, რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო
დაეკისრა
ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე
შეეწირა
ტყიბულში მუშების დაღუპვაზე
შსს განცხადებას ავრცელებს
"საქნახშირის"
ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების
დაღუპვაზე
ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები
ამოიყვანეს
საქართველოს პრეზიდენტის
განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე
ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების
დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს
"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში
დაშავებული
მასალის გამოყენების პირობები