საზოგადოება
მოქალაქე, რომელიც ქრთამის შეთავაზების ფაქტზე დააკავეს, ქუთაისში სასტუმროს აშენებდა (ვიდეო)
FaceBook
ზაურ ბაკურაძე,  რომელიც ანტიკორუფციულმა სამსახურმა,  ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე დააკავა, სასტუმროს აშენებს.
ჩვენი მისვლის მომენტში გელათის ქუჩა #191-ში მიმდინარე მშენებლობაზე მხოლოდ  მუშები იმყოფებოდნენ. 

დაკავებულის მეზობლების  განმარტებით კი, ბაკურაძე გელათის ქუჩაზე არ ცხოვრობს. მან კერძო სახლში სასტუმროს მოწყობა ორი თვის წინ დაიწყო.

"დაახლოებით ორი თვეა რაც აქ სასტუმროს აკეთებს. კერძო სახლი იყო, შეიძინა და სასტუმროდ უნდოდა გადაკეთება", - ამბობენ დაკავებულის მეზობლები.

ნახეთ, როგორ გამოიყურება დაკავებული ზაურ ბაკურაძის სახლი, სადაც პროექტის გარეშე სასტუმროს მშენებლობის სანაცვლოდ, მან  მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ქრთამი შესთავაზა: 



უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის შეთავაზების ფაქტზე მოქალაქე ზაურ ბაკურაძე 30 იანვარს დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა, რომელსაც ქუთაისში, გელათის ქუჩა N191-ში მდებარე შენობაზე პროექტის გარეშე სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით შესთავაზა 3 000 ლარი.

2018 წლის 30 იანვარს ზაურ ბაკურაძემ მერიის წარმომადგენელს გადასცა ქრთამის სახით შეთავაზებული თანხა 3 000 ლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიის სამსახურის უფროსისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე მოქალაქე დააკავეს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.