რას გადაგვჭამეთ თავი ამ გეებითა და ლესბოსელებით, ვინ შეუვარდათ თავიანთ ბუნაგებში
ქუთაისის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის მოადგილე მანანა მანაგაძე სოციალურ ქსელში ჰომოფობიური შინაარსის შემცველ განცხადებას ავრცელებს. "ქუთაისიპოსტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საერთოდ არასოდეს ვწერ არც რელიგიურ თემებზე და არც თემადქცეულ ჰომოფობიაზე, მაგრამ რაც ახლა ხდება, ეს უკვე ყოველგვარ ზნეობრივ და თუნდაც "დემოკრატიულ" ზღვარს სცილდება! რას გადაგვჭამეთ თავი ამ გეებითა და ლესბოსელებით, ვინ შეუვარდათ თავიანთ ბუნაგებში და საერთოდ როდის აქეთაა წესად ქცეული საკუთრი საცვლების ქუჩაში გამოფენა-აქაოდა ფერადი ვარ და არ შემეხოთო (თუ შემეხეთ და გამიცანითო). მე ეგ ხალხი არც მძულს და არც მიყვარს. ორივე არჩევანში თავისუფალი ვარ, მაგრამ არც მაგათი დროშების ფრიალი და უკვე წრესგადასული თვითრეკლამირება მომწონს!. ვისაც მოგწონთ, შეგიძლიათ საკუთარ სახლებში მოუწყოთ "ფართები". და თუკი თქვენს საკუთრებაში ვინმე შემოგეჭრებათ, მომხრე ვარ კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს.
ამ ქვეყანაში სექსუალური ორიენტაციის თავისუფლებას თუ იცავს კონსტიტუცია, რწმენისა დაა აღმსარებლობის თავისუფლებასაც იცავს და თქვენ ვინ მოგცათ უფლება შეგვიზღუდოთ ეს უფლება თქვენი დალობირებული ფერადების ვითომდა დარღვეული უფლებების აღდგენის მოტივით!. ფრთხილად იყავით წრესგადასულო ვაიუფლებადამცველებო, პირველ რიგში სწორედ თქვენ რომ აქცევთ თქვენს სამიზნე ჯგუფებს საზოგადოების აგრესიის სამიზნედ! მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვისთვისაც მამული, ენა და სარწმუნეობა სწორედ რომ ღვთაებრივი საუნჯეა და არ დაეთმობა!"
"ქუთაისიპოსტის" განმარტება: აღნიშნული განცხადება ქვეყნდება იმ მიზეზით, რომ მანანა მანაგაძე საჯარო მოხელე გახლავთ.
მასალის გამოყენების პირობები