ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს
გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
შესაბამისად, სამტრედიის პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე
წინასწარ პატიმრობაში რჩება.
დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების სააპელაციო
წესით გასაჩივრებას აპირებს.
22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ გოდერძი
თევზაძეს სასამართლომ დაუსწრებლად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა
რამდენიმე კვირის წინ შეუფარდა.
იმ დროისთვის თევზაძე მიმალვაში იმყოფებოდა. ის სამართალდამცავებს
საკუთარი ნებით
2016 წლის 13 სექტემბერს ჩაბარდა.
თევზაძე, რომელიც დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში
ადვოკატთან ერთად გამოცხადდა აცახადებდა, რომ თავს დამნაშავედ არ
მიიჩნევდა და შიმშილობის დაწყებას აპირებდა.
დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 7 აგვისტოს დაასრულა.
გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის ყოფილი
თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა.
გოდერძი თევზაძის საქმეზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე
მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში
მას 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები